«    სექტემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 



ახალი ამბები / იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია
ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია

ბეჭდვა

ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია 23 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში შედგა XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია. გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ტომი, რომელიც წინა ორი ტომის მსგავსად, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს.

გამოცემაში შევიდა პოეტის 77 წერილი, რომელთაგან 37 პირველად გამოქვეყნდა. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე დაბეჭდილია გრიგოლ ორბელიანის 268 წერილი, რომელთაგან 63 პირველად გამოქვეყნდა. პროექტის ფარგლებში დათარიღდა ქართველ მწერალთა 111 პირადი წერილი. გრიგოლ ორბელიანის წერილების გამოცემა გრძელდება. 2014 წელს გამოიცემა მისი წერილების IV ნაწილი, რომელსაც დაეთმობა ეპისტოლური მემკვიდრეობის V ტომი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული ფილოლოგიური და ისტორიული მეცნიერების კორიფეები: აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვაჟა შენგელია, მწერალი კობა არაბული, პროფესორები: გიორგი გოგოლაშვიოლი, ოთარ ჟორდანია, გელა ყიფიანი, მაია ნინიძე, იოსებ ჭუმბურიძე, იზა ჩანტლაძე, მანანა ასათიანი, ჯული გაბოძე, მაია არველაძე, ლია კიკნაძე, ეთერ ქავთარაძე და სხვები. მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემას.







© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით