«    ოქტომბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 



ახალი ამბები / ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა / ეროვნული არქივი განახლდება
ეროვნული არქივი განახლდება

ბეჭდვა

ეროვნული არქივი განახლდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კინოფირების ყველაზე მასშტაბური საცავია საქართველოში, რომელიც მუდმივად ივსებოდა დოკუმენტური მასალით. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ფასდაუდებელი განძია, სადაც მე-20 საუკუნის საქართველოს მოძრავი ისტორია ხმით და გამოსახულებით არის ასახული.

ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტური ფილმების, კინოსიუჟეტებისა და კინოჟურნალების ნეგატივები, პოზიტივები, მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები. როგორც ცნიბილია, საბჭოთა კავშირის დროს ეროვნულ არქივში შესანახად მასალა გადადიოდა დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანედან“ და სატელევიზიო ფილმების სტუდიიდან.

არქივში მომხდარი ტექნიკური ცვლილებების შემდეგ ქართველმა დოკუმენტალისტებმა ისევ დაიწყეს ფილმების ჩაბარება ეროვნულ არქივში შესანახად. არც ისე დიდი ხნის წინ რეჟისორმა მერაბ გაგუამ ეროვნული არქივის კინოგანყოფილებას მთელი თავისი შემოქმედება გადასცა შესანახად, ოპერატორმა გივი ყურელმა კი თავისი გადაღებული ფილმები, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ყველა მკვლევარისათვის. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა 3 წლის წინ გამოთქვა ინიციატივა შეესყიდა თანამედროვე რეჟისორთა დოკუმენტური კინონამუშევრები. „დღეს არქივი ინტენსიურად მუშაობს. გაჩნდა ახალი სტრატეგია და მიდგომები. გვინდა მოვაწყოთ ქიმიური ლაბორატორია, სადაც შავ-თეთრი ასლების დამზადებას შევძლებთ. ის ლაბორატორია, რაც საბჭოთა კავშირის დროს არქივში არსებობდა, რასაკვირველია, დღეს უკვე მოძველებულია.“ - ამბობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კინო-ფოტო-ფონო არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.







© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით