«    ნოემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30



ახალი ამბები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო / საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

ბეჭდვა

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყოსაქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას დაესწრო. სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს 2011 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩაატარებს. მასში მონაწილეობას თბილისიდან და რეგიონებიდან 3000-მდე მსურველი მიიღებს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება: კომპიუტერული ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებას ყოველდღიურად 4 ნაკადი გადის. კონკურსის მიმდინარეობას 16 დამკვირვებელი აკონტროლებს. მსურველების რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 20 მარტამდე ელექტრონულად განხორციელდა.

ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით და დირექტორის სტანდარტზე დაყრდნობით წელს პირველად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.








© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით