«    სექტემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 



ახალი ამბები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო / სასკოლო ბლოგების კონკურსი თემაზე „გაიცანით ჩემი რაიონი“
სასკოლო ბლოგების კონკურსი თემაზე „გაიცანით ჩემი რაიონი“

ბეჭდვა

სასკოლო ბლოგების კონკურსი თემაზე „გაიცანით ჩემი რაიონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს სასკოლო ბლოგების კონკურსს თემაზე „გაიცანით ჩემი რაიონი“.

კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა მოკვლეული ინფრომაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოადგინონ ბლოგის სახით.

ბლოგებში სასურველია, ჩანდეს ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია: 1. ლოკალური გარემოს ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა, თავისებურებები, რაც მოიცავს რაიონის/სოფლის/ქალაქის შესახებ ინფორმაციის ფართო სპექტრს: გარემოს დაცვითი, ეკონომიკური, სოციალური საკითხები; ადათ-წესები, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები და სხვა, 2. დღეს არსებული პრობლემები და საჭიროებების ანალიზი. სასურველია მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა გარემოს პერსპექტივებისა და მომავალი განვითარების კუთხით.

კონკურსის პირობები:

- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის 3-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდს;
- საკონკურსო მასალების შემუშავებაში უნდა მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობა დასაშვებია გუნდისთვის სწორი მიმართულებების მისაცემად;
- ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უშუალოდ იმ რაიონის/სფლის/ქალაქის შესახებ, სადაც ცხოვრობენ კონკურსანტები;
- ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია („ჩვენ შესახებ“), რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების შესახებ (ასევე საკონტაქტო ინფორმაცია);
- თითოეული სკოლა სამინისტროში წარმოადგენს 1 ან 2 საუკეთესო ნამუშევარს;
- ბლოგების ელექტრონული მისამართი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით: konkursebi@mes.gov.ge;
- ელ-ფოსტის (“subject”) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლის სრული სახელწოდება;

სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები სამინისტროში გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

გამარჯვებულების რაოდენობას და დაჯილდოების პრინციპს შეიმუშავებს საკონკურსო კომისია. (გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუარებით);

ბლოგების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:

1. ბლოგის სტრუქტურა;

2. კვლევითი კომპონენტი და სხვადასხვა სახის კომპონენტების შერჩევა - სისტემატიზაცია;

3. არსებული პრობლემების იდენტიფიცირების ადექვატურობა და გადაჭრის გზების ეფექტურობა;

4. მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;

5. გამოყენებული წყაროები და ბიბლიოგრაფია;

6. ვებგვერდის/ბლოგის დიზაინი და ჩაშენებული მოდულები;

კონკურსის ჩატარების ვადები


ბლოგების მოსამზადებელი სამუშაოები - 21 ოქტომბერი - 11 ნოემბერი;

სკოლების მიერ საუკეთესო ბლოგების შერჩევა -არაუგვიანეს 13 ნოემბრისა;

სკოლების მიერ სამინისტროში საკონკურსო მასალის გადმოგზავნა - არაუგვიანეს 15 ნოემბრისა;

სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ I ეტაპზე შერჩეული ბლოგების გამოვლენა - არაუგვიანეს 25 ნოემბრისა;

I ეტაპზე გამარჯვებული ბლოგების პრეზენტაციები -2-3 დეკემბერი;

საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა - 4 დეკემბერი.

კონკურსის ორგანიზტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველო. ტელ: 231 89 40 (შიდა ნომრები 1187, 1177);


თეგები: კონკურსები







© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით