«    ოქტომბერი 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 


ახალი ამბების გვერდის მისამართი შეიცვალა, განახლებულ გვერდზე შესასვლელად მიყევით ბმულს:
http://edu.aris.ge/news/Google-Si-informaciis-moZebnis-17-xerxi-romelic-momxmarebelTa-96-ma-ar-icis.html

ახალი ამბები / ამბები უცხოეთიდან / Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის
Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

ბეჭდვა

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ის საძიებო სისტემას იყენებს. თუმცა, მრავალი ჩვენგანი google-ს ძიების მთელი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.

გთავაზობთ 17 ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით ეფექტურად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია Google-ში.


1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა - ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ ბრჭყალები "". ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა)

2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა - თუკი ციტატაში სიტყვა დაგავიწყდათ - არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ მთლიანი თქვენი ციტატა ბრჭყალებში და გამოტოვებული სიტყვის მაგივრად დაწერეთ ვარსკვლავი *. თქვენი ციტატა მოიძებნება გამოტოვებულ სიტყვასთან ერთად.

3. როგორ მოვძებნოთ რომელიმესიტყვა რამდენიმედან - უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაბამისი ვარიანტი ვერტიკალური ხაზის სიმბოლოს გამოყოფით: |. Google მოძებნის დოკუმენტებს, რომლებშიც ამ სიტყვათაგან რომელიმე წერია.

4. როგორ მოვძებნოთ სიტყვები ერთი წინადადების ფარგლებში - გამოიყენეთ სიმბოლო ლამაზი სახელით "ამპერსანდ" - &. თუკი სიტყვებს დაუკავშირებთ ერთმანეთს სწორედ ამ სიმბოლოთი, Google მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადებაში წერია.

5. როგორ მოვძებნოთ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ სიტყვას - დაწერეთ სასურველი სიტყვის წინ პლუს ნიშანი + ადგილის გამოტოვების გარეშე. საძიებო ველში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საჭირო სიტყვის ჩართვა.

6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძიებიდან - დაწერეთ მინუს ნიშანი სიტყვის წინ, რომლის გამოჩენაც არ გსურთ ძიების შედეგებში. ამ გზით შესაძლებელია რამდენიმე სიტყვის გამორიცხვაც.

7. როგორ მოვძებნოთ კონკრეტულ საიტზე - ამისათვის გამოიყენეთ ოპერატორი site. იგი საშუალებას იძლევა მიუთითოთ ვებ-გვერდის მისამართი, რომელზეც უნდა მოიძებნოს ინფორმაცია. აუცილებელია სიტყვა site-ს შემდეგ დაისვას ორწერტილი, ანუ site:

8. როგორ მოვძებნოთ კონკრეტული ტიპის დოკუმენტი - დაგჭირდებათ ოპერატორი filetype. საძიებო ველში ჩაწერეთ filetype, ორწერტილი და შემდეგ სასურველი დოკუმენტის ტიპი. მაგალითად, pdf ან doc.

9. როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია სასურველ ენაზე - გამოიყენეთ ოპერატორი lang, რომლის შემდეგ უნდა დაწეროთ ორწერტილი და მიუთითოთ სასურველი ენა. მაგალითად, თუ გვსურს ინფორმაცია რუსულ ენაზე მოვიძიოთ ვწერთ lang:ru, ინგლისური ენისთვის lang:en, ფრანგულისთვის lang:fr და ა.შ.

10. სიტყვის მნიშვნელობა - ჩაწერეთ საძიებო ველში define: და სიტყვა, რომლის მნიშვნელობის გაგებაც გსურთ.

11. სიდიდის ერთეულების (მაგ.: წონის, ზომის) კონვერტაცია - თუ თქვენ გსურთ სიდიდის ერთეულების კონვერტაცია უბრალოდ ჩაწერეთ საძიებო ველში. მაგალითად: 1 kg in gr.

12. ვალუტის კურსის გაგება - იმისათვის, რომ გაიგოთ ვალუტის კურსი ჩაწერეთ საძიებო ველში სასურველი მოთხოვნა. მაგალითად: 1 dollar in lari.

13. ზუსტი დროის გაგება ქალაქების მიხედვით - შეიყვანეთ საძიებო ველში მოთხოვნა "time" და "ქალაქი" - პირველივე სტრიქონში გამოჩნდება ამ ქალაქის ზუსტი დრო. მაგალითად time თბილისი.

14. კალკულატორი - საკმარისია მხოლოდ ჩავწეროთ მაგალითი - Google გვიჩვენებს სწორ პასუხს.

15. ქეშირებული გვერდის ძიება - Google-ს აქვს საკუთარი სერვერები, სადაც ინახავს ქეშირებულ გვერდებს. თუ გსურთ ამ გვერდის მოძებნა გამოიყენეთ cache: და სასურველი საიტის მისამართი.

16. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით - ისევე, როგორც დროის გაგების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ მოთხოვნას "weather" და "ქალაქი". ამგვარად იგებთ ამინდის პროგნოზს სასურველი ქალაქისთვის. მაგალითად: weather tbilisi.

17. მთარგმნელი - შესაძლებელია გადათარგმნოთ სიტყვები Google-ს საძიებო სისტემის მეშვეობით. ამისათვის იყენებთ შემდეგ მოთხოვნას: translate სიტყვა into სასურველი ენა. მაგალითად: translate განათლება intoenglish.

წყარო: cluber.com







© 2011 - 2015 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით