Aris.ge-განათლება > ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან: სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები

ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან: სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები


29.05.2013
ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან: სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები თავაზობთ 21 მაისის ონლაინ ინტერვიუს 4 ნაწილად. ინტერვიუ არის ჯის Facebook გვერდზე: Aris.ge-განათლება - შედგა. მკითხველებმა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს ონლაინ რეჟიმში დაუსვეს შეკითხვები და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ნაწილი 2. სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები.

Shalva Gelenidze: გამარჯობა! როდის დაიდება სამაგისტრო გამოცდის (A, B, C, D, E კატეგორიის) სავარჯიშო ტესტები? ანუ როდის დაიდება სამაგისტრო გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები?
გამარჯობა შალვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია 2013 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი კრებული, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ.

Rusa Turiashvili: საგრანტო გამოცდა რას ნიშნავს დამატებით უბდა გამოცხადდნენ 4 გამოცდის გარდა აბიტურიენტები, ვისაც გრანტის მოპოვება უნდა? საგრანტო გამოცდა აბიტურიენტებისტვის რას გულისხმობს?
რუსა, საგრანტო კონკურსი არის უნიკლაური შესაძლებლობა სტუდნეტებისათვის მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო დაფინანსება - მათ ამისთვის მხოლოდ ერთი, უნარების გამოცდის ჩაბარება უწევთ.

Mimoza Karkashadze, Shalva Gelenidze: სამაგისტრო გამოცდების კრებულში რატომ არაა ტესტების ნიმუშები ტიპების მიხედვით? წაკითულის გააზრება A1 და A2, ლოგიკაში L1 და L2 , რაოდენობრივში Q1 და Q2, გეგმავთ თუ არა ამ ნიმუშების გამოქვეყნებას? ეს საჭიროა ორიენტაციისათვის
დავალებები სწორედ ამ ნიმუშების მსგავსი იქნება, განსხვავება მხოლოდ სირთულეში იქნება.

Cimi Xarxelauri სამაგისტრო გამოცდის კარტა როდის უნდა ავიღო უნივერსიტეტიდან?
საგამოცდო ბარათების შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

Manana Bolqvadze: ქალბატონო მაია, იცით რა მაინტერესებს, სტუდენტების საგრანტო გამოცდის ტესტების გასული წლის მსგავსი იქნება თუ შეიცვალა რამე? მადლობთ
არა, არაფერი შეცვლილა. ნიმუში ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

Eto Makharashvili: 2012 წლის საგრანტო კონკურსზე დაფინანსები გაიცა მხოლოდ 70% და 100% გრანტები,წელს იქნება თუ არა ყველა სახის გრანტრი 30%,50%,70%,100%?
2013 წელს ყველა პროგრამაზე შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვება. 30%-გრანტისათვის განკუთვნილი თანხა კი 50%-იანი გრანტირებისათვის გამიზნულ დაფინანსებას დაემატება.

Lela Tkeshelashvili: შეიძლება თუ არა მისცეთ დარეგისტრირების შანსი იმ მაგისტრებს, რომელთაც დროულად გადაიხადეს თანხა, მაგრამ მექანიკური შეცდომის გამო დარჩნენ რეგისტრაციის გარეშე?
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ასეთი ტიპის განაცხადების მიღება და შესწავლა უკვე დაასრულა. ყველა აბიტურიენტემა, ვინც მოგვმართა განცხადებით მიიღო წერილობითი პასუხი.

Ket Keta: რამდენია სამაგისტრო გამოცდის გამსვლელი ქულა?
საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ სრული ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული. გაეცანით გზამკვლევს, რომელიც ცენტრმა 2013 წელს მაგისტრატურაში ჩაბარები მსურველთათვის მოამზადაა. http://www.naec.ge/images/doc/GRE/gre_2013_instruqcia.pdf

მაკა მაისურაძე: საგრანტო კონკურსზე გასვლა შემიძლია თუ საგანი მაქვს ჩატოვებული?
თუ სტუდენტის სტატუსი არ გაქვთ შეჩერებული, შეგიძლიათ.

მანანა ყოჩიაშვილი: მაგისტრატურაში წელსაც იქნება პრიორიტეტული ფაკულტეტები გრანტის განაწილებისას, თუ ქულათა რეიტინგის მიხედვით განაწილდება გრანტები?
თანხის 40% მიმართულებების მიხედვით თანაბრად განაწილდება, 60% კი პრიორიტეტების მიხედვით გაიცემა. ეს ინფორმაცია ჩვენს გზამკვლევში დეტალურადაა მოცემული და თუ ეწვევეით ჩვენს ვებგვერდს სამაგისტრო გამოცდის ორიოცედურული თუ შინაარსობრივი ნაწილის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.

Mila Trilaa: მეორე კურსიდან მესამეზე გადამსვლელ სტუდენტს შეუძლია თუ არა საგრანტო გამოცდაზე გასვლა და შეიძლება თუ არა მიეცეს გრანტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 100%-ის გარდა?
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და გაიუმჯობესოთ დაფინანსება. წელს ამ ფაკულტეტზე ნაწილობრივი დაფინანსებაც გაიცემა.

Mzia Sukhishvili: რატომ არ გამოაქვეყნეთ 2012 წელს ყველა სტუდენტის საგრანტო ქულები,ანუ ვინ რამდენ % გრანტს იმსახურებდა, მიუხედავად იმისა, რომელ ფაკულტეტზე მოხვდა (სამართლის,ჯანდაცვის), ჩვენც გვაინტერესებდა ჩვენი გრანტის რაოდენობა, მიტუმეტეს, რომ ახლა სამინისტრო განიხილავს 2011-2012 წლებში ჩარიცხულთა გრანტების აღდგენის საკითხს
ასეთი სახის ინფორმაცია ყოველწლიურად თავსდება ჩვენს ვებგვერდზე.

Fatima Gogaberishvili: ჩემი შვილი არის ჯავახიშვილის 1 კურსის სტუდენტი და გვინდა გრანტის გაუმჯობესება,დავრეგისტრირდით და მაინტერებს, საგამოცდო ბარათი სად უნდა მოვიძიოთ?
სტუდენტი საგამოცდო ბარათს იმ უმაღლეს სასწავლებელში მიიღებს,სადაც სწავლობს.

ეკატერინე ნაქევხრიშვილი: რამდენადაც ვიცი, მიმდინარე წლის სამაგისტრო გამოცდაზე ანალიტიკური წერის ორი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი. გთხოვთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია მოგვცეთ მითითება ორივე ვარიანტის თითოეულ ნაწილზე.
ქვემოთ მითითებულ ბმულზე ნახავთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.
http://www.naec.ge/saerthashoriso-kvlevebi-da-olimpiada/saeto-samagistro-gamocda-siakhleebi/3073-2013-tslis-sagamocdo-krebuli.html?lang=ka-GE

Nineli Thogoshvili: იმისათვის, რომ მაგისტრატურაში გრანტი მოიპოვო, აუცილებელია თუ არა ზღვარი გადალახო ზოგადი უნარების ოთხივე ნაწილში?
სავალდებულო არ არის, თუ თქვენი ქულა საკმარისი აღმოჩნდება დაფინანსების მისაღებად.

Lela Verdzadze: შეკითხვა მაქვს ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე, 2011 წელს ჩატარებული გამოცდის ქულებით ახლა თუ შეიძლება სარგებლობა? და ასევე, თუ სტუდენტი დარეგისტრირებულია 2013 წლის გამოცდაზეც და ვერ გავა ამ გამოცდაზე, მაინც შეუძლია ძველი ქულებით სარგებლობა?! წინასწარ დიდი მადლობა.
2013 წელს მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომელთაც სსგ ჩააბარეს 2011 წელს, მიღებული ქულები შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ჩარიცხვის, ასევე საგრანტო კონკურსში.
დაწყებული 2012 წლიდან, მაგისტრანტობის კანდიდატს მის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები შეუძლია გამოიყენოს სამი წლის განმავლობაში (ანუ, იმ წელს, როცა ჩააბარა სსგ, ან მომდევნო ორ წელიწადს) მხოლოდ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის (და არა საგრანტო) კონკურსში.

Maia Jincharadze იქნება თუ არა გრანტები მაგისტრატურაში, იურიდიულ ფაკულტეტზე, წინასწარ გიხდით მადლობას
დიახ , იქნება, დეტალურ ინფორმაციას გაეცანით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

Mari Shalamberidze მიიღებენ თუ არა ნაწილობრივ დაფინანსებებს საგრანტო გამოცდაზე წელს გასული სტუდენტები სამედიცინო ფაკულტეტიდან? თუ მათთვის ისევ ძველი წესი (მხოლოდ 100%–იანი) იმოქმედებს?
სტუდენტებს შეუძლით მიიღონ ,როგორც 100 პროცენტიანი , ასევე ნაწილობრივი დაფინასება - არანაირი შეზღუდვა წელს არ არსებობს.

მაიკო ცაგურია გამარჯობა! მაქვს ორი შეკითხვა,პირველი,მაინტერესებს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს(დაბალი ქულით სოცდაუცველთა ბაზაში), თუ შეეხებათ მაგისტრატურაზე დაფინანსება და რამდენი პროცენტით?მეორე შეკითხვა,ამავე სტატუსის მე4 კურსის სტუდენტს,ონკოლოგიური მძიმე ავადმყოფი დედის მოვლის გამო,ვერ დადიოდა ხშირად და ჩამორჩა, დარჩა წინა წლის სამი საგანი, ფინანსურად იგი თუ ჯარიმდება ამ საგნებზე და თუ არის რამე გამოსავალი, ვინაიდან ამ ორსულიან ოჯახს არ გააჩნიათ სახელმწიფო დახმარების გარდა სხვა შემოსავალი.. 8 მაისს მინისტრს მივმართეთ უკვე განცხადებით, იქნებ თქვენც მიპასუხოდ, ძალიან ვნერვიულობ. მადლობა ყურადღებისთვის!
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია განიხილავს სოციალური გრანტების გაცემის პროცედურას დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე. ალბათ, უმჯობესი იქნება სწორედ ამ კომისიას მიმართოთ წერილობით.

Ann Akhvlediani რამდენი ლარია გამოყოფილი წელს ჯამურად მაგისტრატურის დასაფინანსებლად? მადლობა
2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 1 800 000 (ერთი მილიონრვაასი ათასი) ლარია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 200 000 (ორასი ათასი) ლარით.

ნაწილი 1: ერთიანი ეროვნული გამოცდები
ნაწილი 3. საატესტატო გამოცდები
ნაწილი 4. მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები.

უკან