«    ივლისი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 



ახალი ამბები / Aris.ge-განათლება / საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმამ მარცხი განიცადა?!
საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმამ მარცხი განიცადა?!

ბეჭდვა

საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმამ მარცხი განიცადა?! საინტერესო წიგნის კითხვაში ვის არ დასთენებია თავზე. ადამიანის უპირველესი სულიერი საზრდო ხომ წიგნია. სწორედ წიგნიერებაზე, განათლებაზე, ინტელექტზე დგას სახელმწიფო. ქვეყნის წინსვლას, განვითარებას, დახვეწას, ინტელექტუალურ ზრდას, წიგნის კითხვა განაპირობებს.

რაც უფრო ნაკითხია ადამიანი და განათლებული, მით მეტი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისთვის, სულიერად ზრდისთვის.
ამიტომ ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ განათლება და განათლებული თაობების აღზრდა უნდა იყოს. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ შრომას მოითხოვს.

სამწუხაროდ, დღევანდელი თაობა წიგნის კითხვის მხრივ, საგრძნობლად მოიკოჭლებს.
ამ მხრივ მეტად კომპეტენტურ ინფორმაციას გვაწვდიან ბიბლიოთეკები. დღის განმავლობაში მათ ხომ ნებისმიერი ასაკის მკითხველი აკითხავს. ჩვენთან საუბარში ბიბლიოთეკარები მკითხველთა სიმცირეს უჩივიან, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხებათ. ტექნოლოგიების განვითარებამ ერთგვარი უარყოფითი გავლენა მკითხველზეც იქონია.

ერთი შეხედვით, დრომ და ტექნოლოგიების საუკუნემ ელექტრონული ბიბლიოთეკის საჭიროება დაგვანახა.
ამ მიზნით, თბილისის მერიამ ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მედიათეკების აშენება განიზრახა, სადაც ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი ისარგებლებს.
მედიათეკების მშეენებლობა გასულ წელს, ვაკესა და ვარკეთილში დაიწყო. თუმცა, მერიამ დანაპირები ვერ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ვაკის მედიათეკის მშენებლობა 2012 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო, მხოლოდ ახლა უახლოვდება დასასრულს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა ჯერ მოუწესრიგებელია.

ტექნოლოგიების განვითარების კვლადაკვალ წლების განმავლობაში არსებული ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურა რომ ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და მკითხველების რაოდენობაც შემცირებულია, ეს არ უნდა გახდეს ბიბლიოთეკების ერთი ხელისმოსმით გაუქმების ან შემცირების მიზეზი.

ევროპას თუ გადავხედავთ, საპირისპირო მაგალითს ვნახავთ, სადაც ბიბლიოთეკებს უდიდესი ყურადღება ეთმობა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში აშენებული ფრანკფურტის ბიბლიოთეკა, რომლითაც ევროპა ამაყობს. ცნობისთვის, ასეთ ბიბლიოთეკებში მედიათეკას უმნიშვნელო ადგილი უკავია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომპიუტერთან ხანგრძლივად სხდომა პირველ რიგში საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ალბათ, საკუთარი თავის მტერი უნდა იყო, რომ ჰიუგოს `საბრალონი~ ან კიდევ სხვათა უნიკალური შემოქმედება კომპიუტერში წაიკითხო.
Eდუ.არის.გე -სთან საუბარში თბილისში არსებული ბიბლიოთეკარები ერთხმად ამბობენ, რომ წიგნს ვერანაირი მედიათეკა ვერ შეცვლის. მეტიც, დასავლეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული წიგნით დაწყებულ მკითხველს წიგნის კითხვის მადა აღუძრა და შეუცვლელ საგანძურს მიუბრუნდა.

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნოს.

საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი: "როდესაც კინო შეიქმნა, ყველა ფიქრობდა, რომ თეატრსა და ოპერაში არავინ ივლიდა, თუმცა ასე არ მოხდა. თეატრს სხვა დატვირთვა აქვს. ასეა წიგნის შემთხვევაშიც. მართალია, კომპიუტერი ინფორმაციის მოძიების მხრივ შეუდარებელია, მაგრამ როცა კითხვაზე მიდგება საქმე, მაინც წიგნს ირჩევენ"

ჩვენი რესპოდენტის თქმით, მედიათეკის ცნება ჩვენთან არასწორად აღიქმება. სინამდვილეში, მედიათეკა იგივე ბიბლიოთეკაა, რომელსაც მედია საშუალებები, ელექტრონული რესურსები ემატება.

არარეალურია ის, რომ მედიათეკებმა ბიბლიოთეკები ჩაანაცვლონ. წიგნს ვერაფერი შეცვლის ვერასდროს, - ვარაუდობს რესპოდენტი.
"ზოგადად, კითხვის დონე დაეცა, რასაც მომავალში შედეგი აუცილოებლად ექნება. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, მაგრამ ბიბლიოთეკას მაინც ვერაფერი შეცვლის" - ამბობს ღარიბაშვილი.

ბიბლიოთეკების თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მერიის მცდელობა, რომ მთავარი ბიბლიოთეკა მათთვის დაექვემდებარებინათ. ეს კი მომავალში სწორედ მათი რაოდენობის შემცირებას ან გაუქმებას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ ატეხეს განგაში ბიბლიოთეკარებმა და გასულ თვეს მერიასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

თუმცა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უარი (რომლის ბალანსზე აღრიცხულია მთავარი ბიბლიოთეკა), მერიისთვის ბიბლიოთეკის გადაცემაზე, წიგნის მოყვარულებს და მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი აწუხებთ, იმედს უსახავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში დაკავებულ ნიშას, წიგნი მომავალშიც შეინარჩუნებს.

სალომე არის© გოგოხია







© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით